პედაგოგის სპეციალობის მქონე პირებზე შრომის ბაზარზე მოთხოვნის კვლევა
საკვანძო სიტყვები:
research, polling, questionnaire, data analyzesანოტაცია
შესავალი. შრომის ბაზარზე პედაგოგის სპეციალობის მოთხოვნა
თითქოსდა ნაკლებია, ამ საკითხმა გამოიწვია დიდი ინტერესი, შესაბამისად,
გადავწყვიტეთ, დაგვეგეგმა კვლევა. განათლების სფეროში
კვლევის დაგეგმვას საკმაოდ დაფიქრება ჭირდება მისთვის დამახასიათებლია
გარკვეული ასპექტები და თავისებურებანი. კვლევის დაგეგმვაში
ორი ფაზაა: დივერგენციის და კონვერგენციის. ჩვენ გამოვიყენეთ
დივერგენციის ფაზა, რადგან მაგისტრანტებს შევთავაზეთ წინასწარ
გამზადებული ანკეტა. კვლევა წარიმართა საგნის „კვლევის თანამედროვე
მეთოდები განათლებაში“ ფარგლებში, შესაბამისად, მას-
ში ჩართული იყვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პედაგოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტები, რომლებმაც შესარულეს
პედაგოგის კვალიფიკაციის მქონე კადრებზე შრომის ბაზრის მოთხოვნების
კვლევა. აღნიშნული კვლევის ძირითადი მიზანია იმ ზოგადი
და პროფესიული ხარვეზების გამოვლენა, რომლებსაც ადგილი აქვს
ბოლო 10 წლის განმავლობაში კურსდამთავრებულ პედაგოგის კვალიფიკაციის
მქონე პირთა პროფესიულ მომზადებაში. აქედან გამომდინარე,
კვლევის ობიექტად შეირჩა საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა
და რაიონების 96 საჯარო და კერძო სკოლა.
კვლევის მეთოდი. განათლების სფეროში კვლევის სხვადასხვა
მეთოდი არსებობს, როგორიცაა: პედაგოგიური დაკვირვება, გამოკითხვის
მეთოდები, ტესტირება, მოწინავე პედაგოგიური გამოცდილების
შესწავლა და გამოყენება და ა. შ. ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ
გამოკითხვის მეთოდები, რომელშიც მკვლევარს იზიდავს უნივერსალობა
და ხელმისაწვდომობა. განზოგადებული მონაცემების მოღებისათვის
ხმარობენ ანკეტას, როემლიც გამოვიყენეთ ჩვენს შემთხვევაში.
ანკეტის კითხვარი წარმოადგენდა იტერვიურერთა ძირითად სამუშაო
ინსტრუმენტს. ანკეტირების უპირატესობაა შემოწმების მასობრიობა
და იფორმაციის მოგროვების სისწრაფე.
კვლევის შედეგები და მსჯელობა. კარგად გავიაზრეთ, თუ როგორ
გავაანალიზებდით მონაცემებს. კვლევის დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანი
იყო იმ ხარვეზების დანახვა, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო 10 წლის კურსდამთავრებულების ზოგად და პროფესიულ უნარ-ჩვევებში.
მაგ.: პროფესიული უნარების კუთხით გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
გამოკითხულიდან 32% აღნიშნავდა, რომ სათანადოდ ვერ ფლობს
საგნის სწავლების მეთოდიკას, 21% _ სრულად ვერ ახერხებს ბავშვების ჩართვას სასწავლო პროცესში, 14%-ს უჭირს ბავშვებთან ურთიერთობა და ა. შ.
ანკეტაში ერთი პუნქტი იყო სკოლის ადმინისტრაციის რჩევები და
რეკომენდაციები უნივერსიტეტისადმი, ისინი გვირჩევენ, რომ აღდგეს
ყველა საგანში სწავლების მეთოდიკა, პედაგოგიური პრაქტიკა და
გაიზარდოს პრაქტიკის ხანგრძლივობა, სასურველია, სიღრმისეულად
ისწავლებოდეს ცალკეული საგანი (რომელსაც ისინი ასწავლიან) და
ასაკობრივი ფსიქოლოგია.
დასკვნა. ჩვენ მიერ სკოლებში ჩატარებული კვლევის შედეგები და
სკოლის ხელმძღვანელების რჩევები დაგვეხმარება სასწავლო პროგრამების
შემდგომ გაუმჯობესებაში, რათა სკოლას მივაწოდოთ მოთხოვნის
შესაბამისი კადრი. ჩატარებული კვლევა კი დაეხმარება მაგისტრანტებს
მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიულ რეალიზაციაში.