მეგრული ტოპონიმია და გარესამყარო

ავტორები

  • პაატა ცხადაია

საკვანძო სიტყვები:

კოლხური ტოპონიმია, უცხოენოვანი ტოპონიმები, არაბულ-სპარსულ-თურქულ ლექსემები

ანოტაცია

როგორც ამ სტატიის სათაური გვიჩვენებს, შევეხეთ მხოლოდ ორიოდე
საკითხს: 1. არაბულ-სპარსულ-თურქული ლექსემები სამეგრელოს
ტოპონიმიაში; 2. უცხოენოვან ტოპონიმთა ლექსიკალიზაცია და ხელახალი
ტოპონიმიზაცია მეგრულში. 1. არაბულ-სპარსული ენებიდან
ლექსიკური ნასესხობანი დაიწყო ჯერ კიდევ სალიტერატურო ქართული ენის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე, ხოლო შუა საუკუნეებში ეს პროცესი უფრო აქტიური გახდა. შუა საუკუნეებშივე იწყება
უცხო სიტყვათა შემოღწევა სხვადასხვა ევროპული ენებიდან (განსაკუთრებით
რუსულიდან) XVIII-XIX საუკუნეებში. თითქმის ამავე
პერიოდში დასტურდება ლექსიკური ერთეულების შემოდინება თურქულიდან,
ჩრდილოკავკასიური ენებიდან, აფხაზურიდან, სვანურიდან,
აგრეთვე ქართული სალიტერატურო ენიდან და მეზობელი ქართული
დიალექტებიდან. და კიდევ ორი ინფორმაცია: 1. კოლხური ტოპონიმია
დასტურდება ანტიკურ და ბერძნულ ისტორიულ წყაროებში; 2. სამეგრელო-
სამურზაყანოს ტოპონიმიაში გამოვლინდა 180-მდე რუსული
სიტყვა (მათგან ერთი ნაწილი ქართული სალიტერატურო ენიდანაა
მეგრულში შეთვისებული, ხოლო მეორე ნაწილი _ რუსებთან და რუსეთთან
უშუალო ურთიერთობის შედეგად.
წარმოვადგენთ ნარკვევის პირველ თავში არაბულ-სპარსულ-თურქული
ენებიდან შემოსულ ლექსემებს და მათგან წარმოქმნილ ტოპონიმებს
სამეგრელო-სამურზაყანოში: ბაირაღი, ბოღაზი(//ბუღაზი),
დუქანი, ყანთარი, საყანთრო, ჩამჩირი, ხანდაკი.
მეორე თავში წარმოდგენილია უცხოენოვანი ლექსემები, რომლებიც
მეგრულში შევიდა როგორც საზოგადო სახელები, მაგრამ
შემდეგ სამეგრელოში მოგვევლინენ ტოპონიმებად. ესენია: იორდანე,
დარდანელი, პალიასტომი, კამჩატკა, ორგია, ცგნდგრი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-06-20