ეთნიკური და აღმსარებლობითი პოლემიკის ასახვა ქართულ ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიაში
საკვანძო სიტყვები:
ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, ეთნიკური, აღმსარებლობა, ქრისტიანობაანოტაცია
საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო მუდმივად იბრძოდა უცხოტომელთა წინააღმდეგ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი იდენტობის შესანარჩუნებლად და ქრისტიანული რელიგიის დასაცავად. ქართულმა ჰაგიოგრაფიამ და ჰიმნოგრაფიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ეს პრობლემაც წარმოაჩინა და მას კონცეპტუალური მნიშვნელობა მიანიჭა. ქართული ეკლესიის პირველი წამებულები ქართველები არ იყვნენ, კერძოდ, წმ. შუშანიკ დედოფალი, წმ. ევსტათი მცხეთელი, წმ. აბო თბილელი. სტატიაში ნაჩვენებია, თუ როგორაა ასახული ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიაში ეთნიკურობისა და აღმსარებლობითი საკითხი ცალკეული წმინდანის ხატ-სახის წარმოსახვისას. ამ თვალთახედვითაა განხილული ჰაგიოგრაფიული თხზულებები: იაკობ ხუცესის ,,წმ. შუშანიკის წამება, ანონიმის მიერ შექმნილი ,,წმ. ევსტათი მცხეთელის წამება", იოანე საბანის ძის ,,წმ. აბოს წამება", ბავშვების წამების ამსახველი თხზულებები, ,,წმ. კონსტანტი კახის წამება", სტეფანე მტბევრის ,,წმ. გობრონის წამება", ,,წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრება", გიორგი მერჩულის ,,წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება" და მთაწმინდელ მამათა ,,ცხოვრებანი". ჰიმნოგრაფიული თხზულებებიც კვალდაკვალ მისდევენ ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებებს და ამ მხრივ მათგან არ განსხვავდებიან.