გიორგი ერისთავის ავტოგრაფ-კრებულები

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

გიორგი ერისთავი, ავტოგრაფ-კრებულები, ტექსტოლოგია, ჟურნალი ,,ცისკარი", ლექსები, პოემა, ლიტერატურის მუზეუმი

ანოტაცია

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია გიორგი ერისთავის რამდენიმე ავტოგრაფ-კრებული. ხელნაწერებმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე თვალსაზრისით: ისინი საფუძვლად დაედო გიორგი ერისთავის გამოცემებს; კრებულებში არის ლექსები, რომლებიც გამოცემებში არ გვხვდება და არც დაბეჭდილა არასოდეს; ამასთანავე, გამოცემებში დაცული ლექსების უმრავლესობის ერთადერთ დედანს სწორედ ეს ხელნაწერები წარმოადგენს. ამიტომ მივიჩნევთ, რომ გიორგი ერისთავის ავტოგრაფ-კრებულები და ცალკეული ხელნაწერები ტექსტოლოგიური შესწავლის თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო წყაროა მკვლევრებისთვის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20