ლიტერატურული პორტრეტის ჟანრი ვლადიმერ კოროლენკოს შემოქმედებაში
საკვანძო სიტყვები:
ლიტერატურული პორტრეტი, კრიტიკულ-ბიოგრაფიული ჟანრი, კრიტიკული ნარკვევი, დოკუმენტური პროზა, ჟანრთა სინთეზიანოტაცია
ლიტერატურული პორტრეტი სტატიაში განხილულია როგორც ლიტერატურული კრიტიკის ჟანრი, როგორც კრიტიკულ-ბიოგრაფიული ნარკვევი. ლიტერატურული პორტრეტის ჟანრს განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ყველაზე დამაჯერებელი პორტერტული მსგავსება მიიღწევა მაშინ, როდესაც მწერალს შესაძლებლობა ჰქონდა არა მხოლოდ ენახა კონკრეტული ადამიანი, არამედ შეხვედროდა მას, დაკვირვებოდა სხვადასხვა სიტუაციაში, ან პირისპირ შეხვედროდა მას. ამ შემთხვევაში, თანამედროვის სახე დიდი ხნის მანძილზე აღიბეჭდება მწერლის მეხსიერებაში და შემდეგ იგი, თითქოს ნატურიდან, ქმნის მის ლიტერატურულ პორტრეტს. ეს მეთოდი საფუძვლად უდევს ვ. კოროლენკოს მიერ შექმნილ ლიტერატურულ პორტრეტებსაც.
ლიტერატურული პორტრეტები ვ. კოროლენკომ მიუძღვნა იმ მწერლებს, რომელთა შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული თვით ავტორის ლიტერატურულ-კრიტიკულ შემოქმედებასთან.
სტატიაში ჩვენ ვიხილავთ ვ. კოროლენკოს იმ ნარკვევებს, რომლებიც მან მიუძღვნა მის თანამედროვეებს ა. ჩეხოვს, ვ. გარშინს და ლ. ტოლსტოის.