სიტყვა-სიმბოლოები ქართულ და რუსულ ფრაზეოლოგიზმებში

ავტორები

  • ასმათ ევსაია

საკვანძო სიტყვები:

სიმბოლოები ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სიტყვა-სიმბოლოები ქართულ და რუსულ ფრაზეოლოგიზმებში

ანოტაცია

სტატიაში განხილულია სიტყვა-სიმბოლოების სემანტიკა ქართულ და რუსულ ფრაზეოლოგიზმებში.
სიმბოლო ლიტერატურაში, ხელოვნებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში უხსოვარი დროიდან დამკვიდრდა. სიმბოლო არის ნიშანი, რომელიც პირობითად აღნიშნავს მოვლენის არსს, მის იდეას და აქვს გადატანითი მნიშვნელობა. გადატანა ხდება როგორც საგნობრივ, ასევე ენობრივ დონეზე. საგანი-სიმბოლოები ,,მოქმედებენ" განსაზღვრულ სიტუაციაში (თეთრი ბაირაღი გამოხატავს კაპიტულაციას; წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე – გულმოწყალებას, ჰუმანურობას, მხარდაჭერას; хлеб-соль (რუსეთში) სტუმართმოყვარეობას, გულთბილ შეხვედრას), მაშინ როდესაც ენობრივი სიმბოლოები უნივერსალურია. ,,სიმბოლო ხალხის კულტურის ფენომენია. მეცნიერები უწინარეს ყოვლისა ხაზს უსვამენ მის სოციალურ მნიშვნელობას, ანუ სიმბოლოს ჩართვას სოციალურ კონტექსტში _ მის ტრადიციულობას, კონვენციონ-ალურობას, გაგებას" (ივანოვი, 2002: 113).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20