კიბერ ენა, როგორც ენის ქვეკულტურა
საკვანძო სიტყვები:
კიბერ ენა, ინტერნეტ კომუნიკაცია, ემოტიკონები, ელექტრონული ფოსტა, ვირტუალური სამყარო, გლობალური ქსელიანოტაცია
ნაშრომი ეხება თანამედროვე ინგლისური ენის ახალი ლექსიკური ერთეულებით გამდიდრების გზების შესწავლას. ენაში დამკვიდრებული ნეოლოგიზმების აქტუალურობისა და მდგრადობის დადგენას. ნაშრომში გაანალიზებულია კომპიუტერის მეშვეობით განხორციელებული ტექსტური მეტყველების თავისებურებები ქართულ კიბერ-სივრცეში, რომელიც ძირითადად ხორციელდება ინგლისურ ენაზე. შევეცადე შემესწავლა ქართველი ახალგაზრდების მეტყველების თავისებურებები. ამისათვის ვაწარმოეთ კვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც გამოავლინა, ქართველი ნეტიზენების მეტყველების სპონტანურობა. გამოჩნდა, რომ ქართველი ახალგაზრდები ყოველდღიურ საუბარში ფართოდ იყენებენ ინგლისურ აბრევიატურებსა და აკრონიმებს, რომლებიც ცვალებადობას განიცდიან ქართული ენის მორფოლოგიის მიხედვით.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხშირად გამოყენებული ნიშნები კიბერ სივრცეში ,,სმაილებია”. ინტერნეტ ინგლისურის გამოჩენამ არა მხოლოდ ინგლისური ენის სიტყვათა მარაგით შეავსო ლექსიკონები, არამედ შეიმუშავა ისეთი უცნაური ნიშნები, რომლებიც ძირითადად გამოყენება ემოციის გამოსახატავად. ზოგიერთი მკვლევარი ამ ნიშნებს ,,ემნოტიკონებს” უწოდებს. ისინი გამოიყენება იმიტომ, რომ ინტერნეტის ვირტუალურ სამყაროში, კომუნიკაცია ძირითადად სიტყვებით ხორციელდება, რომლის დროსაც არ შეგვიძლია გამოვხატოთ გრძნობები სახის ემოციით და ჟესტებით. თუმცა ხალხი იყენებს პუნქტუაციის ნიშნებს, ასოებისა და ნიშნების კომბინაციებს, რომ თავიანთი ემოციები გამოხატონ. თვითოეული ნიშანი არის ,,ახალთახალი და ცოცხალი”.
კვლევებმა ცხადყო, რომ კიბერ ენა ინგლისურ ენას ფუნდამენტურად შეცვლის.