ინოვაციური მენჯმენტი და მისი როლი ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესში
საკვანძო სიტყვები:
ინოვაციური მენეჯმენტი, ცვლილებები, ადაპტაციაანოტაცია
ბიზნესის წარმატებით ფუნქციონირებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ გამოცდილი და ეფექტური პრაქტიკის დანერგვა ან ეფექტური სამუშაო ძალის შექმნა. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გარშემო მიმდინარე ცვლილებებთან ადაპტაციას და ინოვაციური მიდგომების გამოყენებას.
სტატიაში წარმოდგენილია როგორც ინოვაციური მენეჯმენტის როლი ორგანიზაციისთვის, ასევე გადაწყვეტილების მიღების ეტაპები, რომლებსაც გადიან მენეჯერები ცვლილებების განხორციელების პროცესში. ავტორის აზრით, ამ მიდგომის გამოყენება და ხსენებული ეტაპების სრულყოფილად გავლა, დაეხმარება ორგანიზაციებს განავითარონ უნარი, რომელიც დაეხმარება ცვლილებებთან ადაპტაციაში რაც შეიძლება უმტკივნეულოდ. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმას რომ შემოთავაზებული მოდელი ყოველთვის ეფექტური ვერ იქნება და ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო იქნება მისი მოდიფიცირება ორგანიზაციების საჭიროებებიდან გამომდინარე.