ეკოტურიზმის აუცილებლობა, პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები საქარველოში

ავტორები

  • ია გელაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

საკვანძო სიტყვები:

მწვანე ტურიზმი, ეკოსოფლები, ეკოტურისტი

ანოტაცია

მსოფლიოში მიმდინარე ბოლოდროინდელმა პროცესებმა კრიზისული პრობლემები წარმოშვა ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. კლიმატის შეცვლამ, ეკოსისტემის რღვევამ, გარემოს დაბინძურებამ, სასმელი წყლის დეფიციტმა, ეთნოკონფლიქტებმა და ა.შ. დღის წესრიგში დააყენა ადამიანთა განტვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ეკოტურიზმის სწრაფ და დაჩქარებულ განვითარებას. ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით განვითარებისთვის გააჩნია ყველა პირობა და მოცემულობა. მთავარია მოხდეს არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების გონივრული და მიზანმიმართული გამოყენება, ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფა და ქვეყნის პოპულარიზაცია. ამ საქმეში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია ისევ და ისევ სახელმწიფოსა და თითოეულ ჩვენგანს, რამე თუ ეკოტურიზმის მთავარი პრინციპი მდგომარეობს გარემოს დაცვასა და მის შენარჩუნებაში, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-22