საქართველოს ეკონომიკა და სახელმწიფო ვალი
საკვანძო სიტყვები:
ეკონომიკური პროგრესი, ინოვაცია, მწარმოებლურობა, რეცესია, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკაანოტაცია
ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას საქონლისა და მომსახურების წარმოება განსაზღვრავს. ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურობას კი ქვეყანაში ვალის სიდიდის ინდიკატორი. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გადახდისუნარიანობა. განვითარებულ ქვეყნებს დეფოლტი ნაკლებად ემუქრებათ, მაგრამ ისეთი განვითარებადი ქვეყანა როგორიც საქართველოა, რომელიც ხასიათდება არასტაბილური ეკონომიკური ზრდის ტემპებით და ფინანსების მუდმივი დეფიციტით ვალი აფერხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ზრდის გადახდის რისკის. საქართველოს საგარეო ვალის ნაწილში საყურადღებოა ლარის გაუფასურება და შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, ვინაიდან 2022 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი ოცდაცამეტ მილიარდს აღწევს, ხოლო ვალის ზედა ზღვარი -56,5%-ს უახლოვდება. ვალის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენდა თუ ქვეყანის მოსახლეობა დასაქმებული იქნებოდა, მაგრამ ამ მხრივაც პრობლემაა. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზის 2022 წლის მონაცემებით რაოდენობა 643167 ადამიანს აღწევს და ამას ემატება უმუშევარი მოსახლეობის 22,1%. აღნიშნული მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე მაღალია კორელაცია მშპ-სა და სახელმწიფო ვალს შორის. შესაბამისად მაღალია რისკი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა-განვითარების. ე.ი მთავრობა ვერ პასუხობს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მომაჩნია თუ მთავრობის მიერ აღებული საშინაო და საგარეო ვალი იხარჯება ეფექტიან რეფორმებში. ეფექტიანობა უნდა ვლინდებოდეს ქვეყნაში არა საქონელზე და მომსახურებაზე ფასების ზრდის ტემპების მატებით, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობაში.