სიღარიბე, როგორც გამოწვევა და სოციალური დაზღვევის ეფექტიანობა
საკვანძო სიტყვები:
უკიდურესი სიღარიბე, სოციალური რისკები, დაზღვევა, მდგრადი განვითარება, სოციალური დაცვა და დასაქმების ხელშეწყობაანოტაცია
კაცობრიობა დღევანდელი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პირობებშიც კი ისეთი ჯერკიდევ გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგას როგორიცაა უკიდურესი სიღარიბე და გაჭირვება. სიღარიბე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2024 წელს 10 გლობალურ გამოწვევათა შორის პირველ ადგილზე დასახელდა. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ჯერკიდევ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 600მლნ-ზე მეტი ადამიანი კი 2$ ნაკლებს მოიხმარს დღეში. მიუხედავად იმისა,რომ ცალკეულმა ქვეყნებმა შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიეს,სიღარიბის სრული დაძლევა მაინც ვერ მოხერხდა.
კვლევა ეხება სიღარიბის გამომწვევ ძირითად მიზეზებს და ამ მიზეზებიდან გამომდინარე იმ ღონისძიებებს რამაც სიღარიბის დაძლევაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს.
შეთავაზებულია რეკომენდაციები, რომელთა გატარება მნიშვნელოვნად შეარბილებს სიღარიბის გავლენას კეთილდღეობაზე და შექმნის წინაპირობას მყარი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში დაიგეგმოს და გატარდეს ის მიზნობრივი პროგრამები რომლებიც შეამცირებს მოსახლეობის ცალკეულ ფენებს შორის სოციალურ დისბალანს და აღმოფხვრის უკიდურეს სიღარიბეს საზოგადოებაში.