ეკონომიკური ზრდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში
საკვანძო სიტყვები:
ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ვარდნა, კონდრატიევის დიდი ციკლები, შრომის მწარმოებლურობაანოტაცია
ნაშრომში მოცემულია განვითარებული ქვეყნების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ტალღების ციკლების არსებობა, რომელთა ხანგრძლივობა 50 წელს გრძელდება. და რომლებსაც საერთო მსოფლიო ხასიათი გააჩნიათ. (კონდრატიევის ციკლები).
კონდრატიევის ციკლებს საინვესტიციო ბუნება აქვთ და უშუალოდ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან არიან დაკავშირებულნი, როცა ბევრ განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობის დარგების ხვედრითი წილი მთლიან ეროვნულ პროდუქტში დღემდე მაღალია.
ნაშრომში მოცემულია განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეროვნული შემოსავალს შორის განსხვავებაც, რაც დაკავშირებულია განვითარებადი ქვეყნების დაბალ კონკურენტუნარიანობაზე, უკიდურესად დაბალ ხელფასზე და ცუდ სამუშაო პირობებზე. მაშინ, როდესაც მათ მიერ დამზადებული საქონლით დასავლეთის მთელი რიგი პოპულარული მაღაზიები თავს იწონებენ. ამ დროს მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი მუდმივ კრიზისშია, რაც დამოკიდებულია უქსპლოატაციის ხარისხზე.