ადამიანური კაპიტალის და ადამიანური განვითარების საკითხისათვის
საკვანძო სიტყვები:
ადამიანური კაპიტალი, ადამიანური განვითარება, ინდექსი, შიდა პროდუქტიანოტაცია
სტატიაში თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტში განხილულია მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევის ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანური კაპიტალი და ადამიანური განვითარება - ცხოვრების დონის შეფასება, ადამიანური კაპიტალის ზრდის ფაქტორები და ფაქტობრივი მდგომარეობა. ადამიანური კაპიტალის და ადამიანური განვითარების ინდექსების პარამეტრების გამოთვლის მოდელები და ინდექსების მნიშვნელობა ქვეყნების შეფასების საკითხში.
მოცემულია ადამიანური კაპიტალის არსის ისტორიული ასპექტები, ადამიანური კაპიტალის და ადამიანური ინდექსების მიხედვით
გაანალიზებული და შეფასებულია საქართველოს ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის ადამიანური კაპიტალის და ადამიანური განვითარების ინდექსების მაჩვენებლის მიხედვით, მსოფლიო ქვეყნების და ამიერკავკასიაში მეზობელ სახელმწიფოებთან - სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარების ფონზე.