სომხური ენის დიალექტების სიმრავლე და თავისებურებები
საკვანძო სიტყვები:
დიალექტი, სუბდიალექტი, სახელმწიფო ენა, სალიტერატურო სომხური, ენობრივი პოლიტიკა, სამცხე-ჯავახეთიანოტაცია
საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის ქართველე-ბის გარდა სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც არიან, რომელთა ცხოვრების წესი, ყოფითი საჭიროებები და კულტურუ-ლი მისწრაფებები სწორედ ამ ქვეყანაში ყალიბდება და ვითარდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში კონფესიური, ეთნოკულტურული და ენობრივი განსხვავებების გამო გარკვეული ტიპის მარგინალი-ზაციის ნიშნებიც შეიძლება გაჩნდეს. ამდენად მოსახლეობის ერთიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყველა იმ დაბრ-კოლების გადალახვა, რომელიც მოქალაქეთა დაახლოებას უშლის ხელს. ამ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბარიერი ენობრივი კომპეტენციის საკითხია. სახელმწიფო ენის საყოველთაო ცოდნა კი წარმატების უცილობელი პირობაა. ამ რთულ გზაზე, ერთ-ერთ დამაბრკოლებელ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს დიალექტთა სიმრავლეც, რომელიც სომხურ ენას ერთობ ბევრი მოეპოვება.
ჩვეულებრივ, გავრცელებული აზრი, სომხური სალიტერა-ტურო ენის ერთიანობაზე, მთლად სიტყვასიტყვით ვერ გაიგება, რადგან სომხური სალიტერატურო ენა რამდენიმე დიალექტზე განვითარდა და თითოეულმა ვერსიამ მნიშვნელოვანი ინდივი-დუალური თავისებურებებიც გამოიმუშავა (წარსულიდან მეტ-ნაკლები სიმყარე შეინარჩუნეს იმ დიალექტებმა, რომლებსაც ე.წ. ახალი სომხურის საფუძვლად მოიაზრებენ: არარატის, ლორეს, ყორჩევანის და სხვ.). სომხურის სამოცი დიალექტის ჩამონათვალ-შია თბილისური დიალექტი და ახალციხისა და ახალქალაქის სუბდიალექტები, რომელზეც ლაპარაკობს ამ რაიონებში მცხოვ-რები სომხობა. ამდენად, აქ სომხურენოვანი სომეხი ბავშვისათვის სკოლაში ასათვისებელ სირთულეთა შორისაა სალიტერატურო სომხურის ის ვერსია, რომელიც მის სალაპარკო ენას არ ემთხვევა).
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.