ენობრივი განწყობა _ ,,ადამიანის მეტყველების მექანიზმი"
საკვანძო სიტყვები:
ენის ფორმები, დიმიტრი უზნაძე, ბილინგვი ბავშვი, ენის სწავლების პროცესიანოტაცია
წინამდებარე ნაშრომში ლაპარაკია ენის საკითხებზე, განხილულია
სხვადასხვა დისციპლინის მონაცემები. ძირითადად განხილულია
ენის ფორმები დიმიტრი უზნაძის კვლევის მოდელის მიხედვით.
მისი აზრით, როდესაც ვსაუბრობთ რომელიმე უცხო ენაზე, ვიყენებთ
აღნიშნული ენისათვის მახასიათებელ გამოთქმებს და არა მშობლიური
ენის მახასიათებლებს.
დ. უზნაძემ ჩამოაყალიბა ბილინგვური ბავშვის მაგალითიც: როცა
ბილინგვური ბავშვი პირველად ხვდება დედას, ის კონცენტრირდება
რომელიმე ენაზე და ისე ელაპარაკება მას, ხოლო ძიძას შეიძლება
სხვა, მეორე ენაზე ესაუბროს. მეორე და მეტად საინტერესო ფაქტია,
როდესაც ვერ აღწევს მარტივად ენის სწავლის დროს წარმოჩენილ
სირთულეებს თავს, არასოდეს ურევს ერთმანეთში სხვადასხვა კონსტრუქცია
და ზუსტად იყენებს მას.
დ. უზნაძის კვლევების მიხედვით, ყველა შემთხვევაში ჩვენ
ვაწყდებით ენის სწავლისათვის მზადების პროცესს. განსაკუთრებული
ყურადღება უნდა გამახვილდეს უმაღლეს დაწესებულებებში
ენის სწავლების მხრივ განსაკუთრებით პროფესურაზე, ან ბავშვების
შემთხვევაში მშობლების დიდ სურვილს, რომ ენა ისწავლონ აქვს
დიდი მნიშვნელობა (ასეთი შემთხვევები არის ინგლისურზე მაგალითად
საქართველოში). ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერტობა იმ ადამიანებთან
ვინც იცის კარგად თავისი პროფესია და ფლობს ინგლისურს,
ან სწავლობს რამე დისიპლინას ინგლისურად მას მივანიჭეთ ბაკალავრის
ხარისხი. კვლევებმა უჩვენა, რომ ყოველ სტუდენტს (რომელიც
სწავლობს ინგლისურს ბავშობიდან და თვლის, რომ მან ენა კარგად
იცის) მიაჩნია, რომ ინგლისურად დისიპლინების სწავლა მტანჯველი
პროცესია და აღიზიანებთ მათ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ენისათვის მზადება უცხო ენის დროს არ მუშაობს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.