ორგანიზაციული ცვლილებები და მათი მართვის საკითხები

ავტორები

  • ნელი ბერიძე
  • გიორგი ბუცხრიკიძე

საკვანძო სიტყვები:

unsustainable, development, progress, regress, movement

ანოტაცია

დღესდღეობით, სულ უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია დგება ცვალებადი გარემოს წინაშე და შესაბამისად, თანამედროვე მენეჯერებს მოეთხოვებათ ადაპტაციის კარგი უნარი, რათა შეძლონ ცვლილებებზე სათანადო რეაგირება. არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც სტიმულს აძლევენ ცვალებადი გარემოს არსებობას. პირველია, სამუშაო ძალის ბუნება, რომელიც გულისხმობს მომსახურე პერსონალის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, მრავალფეროვან კულტურულ გარემოსთან შეგუებას და ა.შ. მეორე ძალაა ტექნოლოგია, რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს კომპანიის ფუნქციონირებაში. კომპიუტერული ქსელები მთელ მრეწველობას ახალ ფორმას აძლევს. ორგანიზაციებისთვის პერსონალური კომპიუტერები და ფიჭური ტელეფონები შეუცვლელი ნაწილია.  ეკონომიკური შოკი ძირითადად არამდგრადობით ხასიათდება. ისტორიაში მრავლადაა ისეთი მაგალითები, როდესაც ათობით ათასობით ინვესტორი ერთი ღამეში მდიდრდება და ღატაკდება. ეკონომიკური შოკის დროს ადგილი აქვს უძრავი ქონების ბაზრის არასტაბილურობას, ენერგიაზე ფასების მკვეთრ ზრდას, საფონდო ბირჟის არამდგრადობას და ა.შ. რაც შეეხება კონკურენციას, იგი ყოველთვის საზიანო არაა და რაც მთავარია ის ორგანიზაციების მუდმივი თანმხლები პროცესია. გაზრდილი კონკურენცია ორგანიზაციებს აიძულებს კონკურენტებისგან თავი დაიცვან და ბაზარზე შეიტანონ ახალი პროდუქტი ანუ ისინი უფრო მეტად მოქნილები ხდებიან. სოციალური ტენდენციები ცვლილებების მასტიმულირებელი კიდევ ერთი საშუალებაა, რომელიც უცვლელი არ არის. ადამიანები ინმორმაციას ერთმანეთს ინტერნეტ-სერვისების საშუალებით უზიარებენ, დემოგრაფიული აფეთქების თაობა პენსიაზე გასვლას იწყებს და მომხმარებლები ფასდაკლების საწყობებში იძენენ საქონელს.  მეექვსე ძალა, რაც ცვლილებების არსებობას უწყობს ხელს, არის პოლიტიკური გარემო. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბიზნეს საქმიანობაზე. ტერორისტული აქტები და საომარი მდგომარეობა დაქირავებულების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-20