ეფექტიანი სამუშაო გუნდის ფორმირების საკითხისათვის

ავტორები

  • გიორგი ბუცხრიკიძე
  • ნელი ბერიძე

საკვანძო სიტყვები:

Task force, clerical staff, distributors of the resources, innovators

ანოტაცია

დიდი ხნის მანძილზე მკვლევარები ცდილობდნენ დაედგინათ ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავდნენ გუნდის ეფექტურ მუშაობასა და მწარმოებლურობას. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ისეთი მოდელი, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ყველა იმ ძირითად მახასიათებელს, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა მენეჯერბის მიერ. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მოდელი არ არის უნივერსალური და ის შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს რომელიმე სამუშაო ჯგუფისთვის, მითუფრო, რომ გუნდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფორმითა და სტრუქტურით. ნებისმიერი ტიპის გუნდს ინდივიდუალური მიდგომები ესაჭიროება, ამიტომ მკვლევარების მიერ შექმნილი ეფექტურობის მოდელი გამოყენებული უნდა იქნას, როგორც გზამკვლევი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-20