დამსაქმებელთა პრობლემები და მათი ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობები სამცხე-ჯავახეთში

ავტორები

  • თინა გელაშვილი

საკვანძო სიტყვები:

career, employer, employee, skills

ანოტაცია

გლობალური გამოწვევების, მძაფრი კონკურენციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების რევოლუციისა   და მუდმივად  მზარდი ორგანიზაციული ცვლილებების  პირობებში სახელმწიფო დაწესებულებები და ბიზნეს–ორგანიზაციები სულ უფრო ნაკლებად იღებენ პასუხისმგებლობას დასაქმებული კადრის კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ გადამზადებაზე, მით უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში.

ინფორმაციული ტექნოლოგიების რევოლუციის მიერ შემოთავაზებულმა შესაძლებლობებმა, შექმნა ფართო ასპარეზი დამოუკიდებელი მუშაობისათვის, ანუ თვითდასაქმებისთვის. გაიხსნა დიდი სივრცე მათთვის, ვისაც სურთ თვითონ მართონ თავისი კარიერა და შექმნან სამუშაო ადგილები.  (Akudoviciute,A.,…2014:58).

ამასთან ერთად,  მძაფრი კონკურენციის პირობებში, როცა უამრავი კომპანია ყოველდიურად კოტრდება და ,,ნადგურდება“,ორგანიზაციული მენეჯმენტი კადრების შერჩევისას ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენს დაგადადიან ბიუროკრატიულიდან მარტივ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, ფოკუსირებას აკეთებენ ფასსა და ხარისხზე და მიმართავენ ,,აუთსორსინგს“. ასეთი ვითარებაში, დამსაქმებლები იძულებული ხდებიან ზედმეტი ფუნქციები მოიშორონ და შრომითი ურთიერთობები შეინარჩუნონ  მხოლოდ იმ თანამშრომლებთან, რომლებიც გამოირჩევიან კვალიფიკაციის მაღალი დონით და პროფესიონალიზმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვალიფიციურ კადრებზე მზარდი მოთხოვნა ყოველდღიურად შეინიშნება დასაქმების ბაზარზე. მაღალი თანამდებობების რაოდენობა სულ უფრო იზღუდება და იზრდება პროფესიულ და პროფესიონალურ კადრებზე მოთხოვნა.  ამავე დროს სამუშაო ადგილები, რომლებსაც ის მწარმოებლები, რომლებიც იდეაზე დაფუძნებლ პროდუქტს ქმნიან ვირტუალურად განუსაზღვრელია - აცახდებს ტ. ლ. ფრიდმენი (Friedman, 2006:132).

დღეს საგანმანათლებლო სივრცეში საკმაოდ მაღალი კონკურენციის გამო დამსაქმებლებიც ცდილობენ შეარჩიონ ისეთი კადრები, რომლებსაც ექნებათ ის უნარ-ჩვევები, რაც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.  დაქირავებული და ორგანიზაცია არის ორი პარტნიორი, რომელიც იზიარებს პასუხისმგებლობას კოლექტიურ წარმატებაზე მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების საფუძველზე  (Grey, 1994:479; Baruch, 2004:58; Edwards and Wajcman, 2005:182).

დღეს, მსოფლიო ეკონომიკა უფრო მეტად გახდა ცოდნაზე დამოკიდებული, ვიდრე ჩვეულებრივ წარმოებაზე (Drucker, 1996:92).  ყოველივე ეს კი განაპირობებს დამსაქმებელთა მხრიდან ახალი მოთხოვნების გაჩენას.

შესაბამისად, დასაქმების მსურველი ვალდებულია  შეაფასოს და განსაზღვროს: დასაქმებისთვის საჭირო საკუთარი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები. ასევე უნარები, რომლებიც საჭიროებენ განვითარებას. დამსაქმებლის მხრიდან სამსახურის შემოთავაზების დროს დასაქმებულს გასათვალისწინებელი აქვს პროფესიული განვითარების შანსები, ექნება თუ არა მას გადამზადების საშუალება, რათა  განივითარონდასაქმებისთვის საჭირო უნარები.ვფიქრობთ, რომ პროფესიული განვითარება და ორგანიზაციული კულტურის გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს სამუშაოს მაძიებელმა (მ.შ. სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კადრების მომზადებისა და გადამზადების პროცესში სულ უფრო იზრდება  დაწესებლებების (კოლეჯი, უნივერსიტეტი, ტრენინგ-ცენტრები...) პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რათა დასაქმების ბაზარი უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური, დამსაქმებლის მიერ მოთხოვნადი უნარებით, რაც თავის მხრიც მოითხოვს სწავლისა და სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვას და სტუდენტთა აღჭურვას წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარებით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-20