IT აუტსორსინგის ბაზრის ეკონომიკური განვითარება საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბიზნესის დაწესებულებებში/ორგანიზაციებში

ავტორები

  • ლერი ნოზაძე

საკვანძო სიტყვები:

IT outsourcing, innovative information technologies, IT systems control and protection, company management

ანოტაცია

ინფორმაციულ ეკონომიკაზე გადასვლისთანავე დიდი ყურადღება მიიქცია IT აუტსორსინგის გამოყენების საკითხმა, რადგან ის მოიცავს ინფორმაციის დამუშავების სისტემების დანერგვის, საწარმოს ინფორმაციული ტექნოლოგიისა და მენეჯმენტის სფეროებს. თანამედროვე ბაზრის პირობებში ინოვაციური ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება მათ საშუალებას აძლევს მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ და კონკურენტუნარიანები გახდნენ.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის აუთსორსინგი წარმოადგენს მენეჯერულ სიახლეს, რომელიც საწარმოებს დაეხმარება IT ხარჯების ზრდის პრობლემის მოგვარებასა და ინოვაციური ტიპის ეკონომიკური  ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.  IT აუტსორსინგის მომსახურეობებში სპეციალიზირებულ კომპანიას, სისტემების ფუნქციონირების მაღალი საიმედოობა და ეფექტურობა შეუძლია უზრუნველყოს მაღალტექნოლოგიური რესურსების, გამოცდილებისა და წარმოების მასშტაბური ორგანიზაციულობის გამო. საკუთარ IT სისტემებზე დაწვრილებითი კონტროლი და ის, რასაც აუტსორსერი აკეთებს, მიიღწევა ურთიერთქმედების მკაფიო რეგულირების გზით.

IT აუთსორსინგის საშუალებით კომპანიას შეუძლია:

 - სწრაფად შეძლოს IT სისტემების გამართული ფუნქციონირება;

- მომსახურების საჭირო ხარისხის მიღწევა;

-პრობლემების გადაჭრაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დაუყოვნებლივ ჩართვა;

 - კრიტიკული მონაცემების დაკარგვის რისკის მნიშვნელოვნად შემცირება;

 - ხარჯების ოპტიმიზირება და პროგნოზირებადობა ;

- კომპანიის რესურსების ძირითად  ბიზნესზე კონცენტრირება. 

IT ამოცანების გადაწყვეტის აუტსორსინგზე გადაცემა კომპანიას ათავისუფლებს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და დანერგვის ხარჯების და არამატერიალური აქტივების საკმაოდ რთული აღრიცხვის გამოანგარიშებისაგან. პროგრამების შემუშავების, პერსონალიზაციის და ინტერნეტ პორტალების აუთსორსინგის გზით მხარდაჭერით, კომპანიები ერთდროულად იშორებენ ამ სფეროში ბუღალტრული აღრიცხვის სირთულეებს. შედეგად, კომპანიის დოკუმენტებში ჩნდება მხოლოდ თანხა, რომელიც აუტორსინგ პარტნიორის მომსახურების გადახდის შესაბამისია. პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის ყველა საკითხი პარტნიორის მიერ დამოუკიდებლად წყდება.

ინფორმაციული სისტემის მთლიანად გარე კომპანიაზე გადაცემით საშუალება გვეძლევა თავი დავაღწიოთ პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფების, შესაბამისი განახლებების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურეობის ხარჯებს. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნის, მოწყობის, შენარჩუნებისა და შენარჩუნების სამუშაოთა აუთსორსინგზე,  არამედ ასევე კორპორატიული საინფორმაციო სისტემის შესაქმნელად და მხარდასაჭერად მთელი ღონისძიებების მესამე მხარისათვის გადაცემაზე, რითაც  კომპანიებს აღარ დაჭირდებათ საკუთრებაში შეიძინონ აპარატურილი უზრუნველყოფა, რადგან ყველაფერი  პარტნიორ აუტსორსერს წარედგინება/დაექვემდებარება. ასეთ კომპლექსურ აუტსორსინგს პარტნიორის  მხრებზე გადააქვს ინფრასტრუქტურის მუშა მდგომარეობაში  შენარჩუნებაზე ზრუნვა. ასევე, პერიოდულად ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის, ორგანიზაციული ტექნიკისა და სამეურნეო მასალების განახლება.

აუთსორსინგის პარტნიორის თანამშრომლები, რომლებიც კომპანიაში მუშაობენ ხელშეკრულების შესაბამისად, ექვემდებარებიან უშუალო უფროსებს და არა იმ კომპანიის მენეჯმენტს, რომელსაც აუთსორსინგულ მომსახურეობას უწევს.  ამან შეიძლება სირთულეები შექმნას, როდესაც აუცილებელია ოპერატიული მოქმედებების განხორციელება, მაგალითად, ინფორმაციული სისტემის მუშაობის აღდგენა მწყობრიდან გამოსვლის  შემდეგ. ამ შემთხვევაში, მომხმარებელ კომპანიას აქვს ინფორმაცია ინფორმაციული სისტემის ფუნქციების აღდგენის ოპტიმალური თანმიმდევრობის შესახებ, ხოლო აუტსორსინგის კომპანიის თანამშრომლები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი კომპანიის მენეჯმენტის მითითებით.

კომპანიის ბიზნეს პროცესებში მესამე პირების დაშვება მნიშვნელოვან ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებს ქმნის. ეს რისკები ასოცირდება როგორც ინფორმაციის დაკარგვის შესაძლებლობასთან, ასევე მისი გამჟღავნების შესაძლებლობასთან აუტსორსინგის განმხორციელებელი ორგანიზაციის თანამშრომლების მხრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან სპეციალური ხელშეკრულების ხელმოწერაც კი, პარტნიორის პასუხისმგებლობის შესახებ კომპანიის ინფორმაციის მთლიანობის ან კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ, -  არ წარმოადგენს გარანტიას, რომ ეს არ მოხდება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-20