ინოვაციური ქცევის სტიმულირება და კულტურული ასპექტები ორგანიზაციაში

ავტორები

  • ნანა ზაზაძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
  • ნანა ჯღარკავა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

საკვანძო სიტყვები:

ინოვაციური ქცევა, ორგანიზაციული კულტურა, ეროვნული კულტურა, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, ლიდერობა

ანოტაცია

სტატიაში -,, ინოვაციური ქცევის სტიმულირება და  კულტურული ასპექტები ორგანიზაციაში“ ინოვაციური ქცევა განსაზღვრულია, როგორც თანამშრომელთა უნარი და მზადყოფნა ახალი იდეების გენერირებისა და მათი პრაქტიკაში განხორციელებისთვის.

ნაშრომში განხილულია, როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური დონე, სადაც ინოვაციური ქცევა ვლინდება.

თეორიული საფუძვლის შესაქმნელად გამოყენებულია ორგანიზაციული კულტურისა და ეროვნული კულტურის შესახებ არსებული მოდელები (Schein, Hofstede, Cameron & Quinn და სხვ.), ასევე ინოვაციური ქცევის სპეციფიკური განმარტებები.

კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება ლიტერატურის მიმოხილვასა და საერთაშორისო ქეის-სთადების ანალიზს (Toyota, Google, IKEA). თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შერწყმა გვაძლევს ღრმა ანალიზის შესაძლებლობას. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ინოვაციური ქცევის სტიმულირებისთვის გადამწყვეტია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, ცოდნის გაზიარება, ტრანსფორმაციული ლიდერობა და მრავალფეროვნების მართვა. ერთდროულად, ეროვნული კულტურის გავლენა შეიძლება ინოვაციის მხარდამჭერი ან შემზღუდავი იყოს. მაგალითად, მაღალი იერარქიულობის ან შეცდომების შიშის პირობებში ინოვაციური ქცევა იშვიათად ყალიბდება.

დასკვნის სახით, ნაშრომი სთავაზობს რეკომენდაციებს ორგანიზაციებს: შექმნან შეცდომებისადმი ტოლერანტული გარემო, წაახალისონ თანამშრომელთა შემოქმედება, განავითარონ ცოდნის გაზიარების მექანიზმები და გაითვალისწინონ ეროვნული კულტურის თავისებურებები. სტატია მიუთითებს, რომ ინოვაციური ქცევა ორგანიზაციაში არ არის მხოლოდ ინდივიდუალური თვისება, არამედ კულტურულ გარემოზე დაფუძნებული დინამიური პროცესია, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-06-05